მთავრობა "ფრანკლინის კლუბის" წინააღმდეგ
18 ივნისს “ფრანკლინის კლუბის” ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით “კოკა-კოლას” ქარხანაში კონფერენცია გაიმართა, რომელზეც პოლიტიკაში ახალგაზრდების ხმასა და საქართველოში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრეს. ღონისძიებამ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარაშვილისა და მისი აგრესიით გამორჩეული თანამოაზრეების მხრიდან პროტესტის ფონზე ჩაიარა.
„ფრანკლინის კლუბი“ ხელისუფლებისა და სამთავრობო მედიის შეტევის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო, 7-9 მარტის აქციების შემდგომ გახდა. 12 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კლუბის წევრები ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი “სატანისტების ფორმებში” ჩაცმულები ნახა. Პრემიერის მსგავსად, კლუბის შესახებ სხვადასხვა სახის დეზინფრომაციული ნარატივი მმართველი გუნდის წევრებმა და სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
ამ მულტიმედიურ პროექტში განვიხილავთ: თუ რა კამპანიას აწარმოებს მმართველი პარტია და სამთავრობო მედიასაშუალებები „ფრანკლინის კლუბის“ წინააღმდეგ და რა მიზნები შესაძლოა ჰქონდეთ მათ.
რა არის "ფრანკლინის კლუბი"?
ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით: “ფრანკლინის კლუბი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია გაავრცელოს კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული იდეები საზოგადოებაში და შექმნას იდეოლოგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჯაჭვი სხვადასხვა ჯგუფის ინდივიდებისთვის.
ორგანიზაცია ქართველი ახალგაზრდებისთვის ცნობილი გახდა პროექტით - „ფრანკლინის აკადემია“, რომელშიც 3000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
„ფრანკლინის აკადემიაში“ მონაწილეები სწავლობენ: ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობას, ეკონომიკას, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკას.
კამპანია “ფრანკლინის კლუბის” "გასაშავებლად"
“ფრანკლინის კლუბის” წინააღდეგ კამპანია ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. გაზეთ “ასავალ-დასავალში” სტატიის გამოცემიდან რამდენიმე დღეში პრო-სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში „ფრანკლინის კლუბის“ წინააღმდეგ სიუჟეტი გავიდა.
“ასავალ-დასავალი” და “იმედი” ამტკიცებდნენ, რომ კლუბს მჭიდრო კავშირები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასა და ორგანიზაცია „კმარასთან” და მათ არადემოკრატიული გზებით ქვეყანაში მთავრობის შეცვლა სურდათ.
“იმედის” სიუჟეტის გასვლიდან, მეორე დღესვე “ქართული ოცნების” წევრებმა, „ფრანკლინის კლუბთან“ დაკავშირებით ერმანეთის მსგავსი შინაარსის კომენტარები გააკეთეს
მარტამდე, მომდევნო თვეების განმვალობაში, „ფრანკლინის კლუბით” სამთავრობო მედია აღარ დაინტერესებულა. დეკემბრში გავრცელებული პროპაგანდიდან სამი თვის და ე.წ. „აგენტების კანონის“ სააწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შემდეგ, 12 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში “ფრანკლინის კლუბი” რამდენჯერნმე ახსენა და მძიმე ბრალდებებებთან ერთად, ორგანიზაციის წევრებს სატანიზმიც დასწამა.
არიან თუ არა სატანისტები "ფრანკლინის კლუბში"?
ინტერვიუ ფრანკლინის კლუბის დამფუძნებელ რეზი თოფურიასთან
პრემიერმა "ფრანკლინის კლუბის" წევრები სატანიზმის გარდა ძალადობაში და ანარქიზმში დაადანაშაულა. კლუბის დამფუძნებელმა კი ამ ბრალდებებს დეზინფორმაცია უწოდა.
პრემირის სიძულვილის ენის შემცველმა განცხადებებმა სამთავრობო კამპანიას “ფრანკლინის კლუბის” წინააღმდეგ ახალი ნარატივები შემატა. მმართველი გუნდის განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” “ფრანკლინის კლუბს” ძალადობრივ ჯგუფად და ოპოზიციური პარტიების მიერ მმართულ პროექტად წარმოაჩენდა. მომდევნო კვირებში კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები, მათთან ასოცირებული პარტიები და ადამიანები.
ჯეიმსონ მარშალ ქომინსი
"ქართულმა ოცნებამ" კავშირი დაინახა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მოსამართლეების სანქცირებასა და საქართველოში ამერიკელი ექსპერტის, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის ჩამოსვლას შორის, რომელიც ქვეყანაში არ შემოუშვეს. ტელეკომპანია “იმედმა” გააშუქა არაერთი განცხადება, რომელიც ამ ფაქტებს ერთმანეთთან აკავშირებდა.
ამავდროულად, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ახალი ნარატივი, რომლის მიხედვით ჯეიმსონ მარშალ ქომინისი უშუალოდ მონაწილეობდა „ფრანკლინის კლუბის“ წევრების და 7-9 მარტის აქციების ორგანიზატორების დატრენინგებაში .
"ფრანკლინის კლუბი" ჯეიმსონ მარშალ ქომინსთან ნებისმიერი სახის კავშირს და თანამშრომლობას უარყოფს.
კამპანიის სტრატეგია
კამპანიის განმავლობაში “ქართული ოცნების” პოლიტიკურ და მედია აქტორების მიერ ხორციელდება აქტიური სტრატეგიული კომუნიკაცია. “ქართული ოცნება”, მათი მხარდაჭერი ექსპერტები და მედიასაშუალებები ქმნიან და ავრცელებენ ერთი შინაარსის გზავნილებს. ამ გზით კამპანიის ორგანიზატორები ცდილობენ, მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი და იგივე ნეგატიური ნარატივი, მრავალი აქტორის მიერ განმეორდეს. შედეგად, იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო მედია არაერთი პირის განცხადებას აშუქებს, მათი შინაარსი თითქმის იდენტურია.
ამასთანავე, აღნიშნული კამპანიით „ქართული ოცნება” ცდილობს „ფრანკლინის კლუბის“ მარგინალიზებასა და იზოლაციას. ამაზე მეტყველებს, კამპანიაში ჩართული აქტორების მიერ ორგანიზაციის ძალადობრივ, ანარქისტულ, სატანისტურ და ექსტრემისტულ მოძრაობად გამოცხადება.
ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც აქტიურად არის ჩართული ფრანკლინის კლუბის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში, "ფეისბუქზე" ხშირად უკეთებს რეკლამას ისეთ მასალას, რომელიც კლუბზე დეზინფორმაციას ან ნეგატიურ ნარატივებს მოიცავს.
Რა დგას კამპანიის უკან?
“ფრანკლინის კლუბის” წინააღმდეგ ჯერ კიდევ დეკემბერში დაწყებული კამპანიის განახლების ფაქტორი 7-9 მარტის აქციები გახდა. ე.წ. Რუსული კანონის საწიინაღმდეგო აქციებზე მრავლად გამოჩნდენ ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება აქამდე პოლიტიკურად აქტიურები არც ყოფილან. მაგრამ, სწორედ ამ ახალგაზრდების აქტივიზმისა და ძალისხმევის შედეგად, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა აგენტების შესახებ პარლამენტიდან გაიწვია. ლოგიკურია, რომ ახალგაზრდები აქციაზე მმართველმა ძალამაც შეამჩნია და, ზემოხსენებული შედეგის გათვალისწინებით, მათი პოლიტიკური აქტივიზმი საკუთარი მმართველობისთვის საფრთხედაც კი მიიჩნია.
ამრიგად, “ფრანკლინის კლუბი”, რომელმაც 3000-მდე ახალგაზრდას მისცა ცოდნა მათი უფლებების, პოლიტიკისა და ლიბერალიზმის შესახებ, საფრთხისშემცველი გახდა “ქართული ოცნებისთვის”. სწორედ ამიტომ, დაიწყო კამპანია, რომელიც ემსახურება ამ ორგანიზაციის მარგინალიზებასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელის შეშლას. აღშნიშნული კამპანიის განხილვა ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის კონტექსტშიც, რომლის არაერთი მაგალითი გამოვლინდა ბოლო წლის განმავლობაში.
კამპანიის შედეგები
“ფრანკლინის კლუბის” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მთავრობის კამპანიამ ნეგატიურად იმოქმედა კლუბის საქმიანობაზე. ორგანიზაციას თანამშორმლობის შეწყვეტა მოუწია საქართველოს უნივერსიტეტთან, რომლის ტერიოტრიაზეც ტარდებოდა კლუბის აქტივობები. ამას გარდა, კამპანიის შედეგად, ორგანიზაცია იძულებული გახდა პროექტი “ფრანკლინის აკადემია” შეეჩერებინა. Მიუხედავად ხელსიუფლების აგრესიული შეტევისა, კლუბი საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს.